ნაკრები რაციონის ბუნებრივი წარმოშობის ღირებული საკვები ნივთიერებებით გასამდიდრებლად.
კორალ ლუცერნა
შეიცავს იონჯის ფოთლის წვენსა და ბალახის ფხვნილს, რაც უზრუნველყოფს პროდუქტში აქტიური ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას. იონჯა შეიცავს სასიცოცხლო მინერალებს (კალციუმს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, გოგირდს, კალიუმს, სილიციუმს) და ბუნებრივ ფტორს, რომელიც აუცილებელია კბილების ჯანმრთელობისთვის. იონჯა შეიცავს ვიტამინებს (C, E, K, B ჯგუფი), მცენარეულ ცილასა და ქლოროფილს. ხელს უწყობს სასიცოცხლო ძალების გაძლიერებასა და ეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
პრემიუმ სპირულინა
100% სპირულინა დამხმარე კომპონენტების დამატების გარეშე. სპირულინა - არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საცავი: ადვილად ასათვისებელი მცენარეული ცილა, ვიტამინები და მინერალები. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, ეხმარება წონის კონტროლს და იცავს ნაადრევი დაბერებისგან.
კორალ ლეციტინი
ფოსფოლიპიდების წყარო, კერძოდ, ფოსფატიდილქოლინი - ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტი. მხარს უჭერს ღვიძლისა და გულის ჯანმრთელობას და მნიშვნელოვანია კოგნიტური ფუნქციისა და მხედველობისთვის. ორგანიზმს სჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ო!მეგა-3 ტგ
შეუცვლელი პოლიგაუჯერებელი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების კონცენტრატი აღდგენილი ტრიგლიცერიდების სახით. ეს ფორმა ახლოს არის ბუნებრივთან, ამიტომ ადვილად და სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები (პგცმ) არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვებით. პგცმ ომეგა-3-ის საკმარისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის, თვალებისა და კანისთვის. პროდუქტი მიიღება ცივწყლოვანი ოკეანის თევზისგან.
ბი-კურუნგა
ბუნებრივი წარმოშობის პრობიოტიკებისა (ლაქტობაქტერიების) და თუთიის სიმბიოტური კონცენტრატი ნაწლავის მიკროფლორის გასაუმჯობესებლად. ლაქტობაქტერიები ახდენენ დადებით მოქმედებას ნაწლავის მიკროფლორაზე, ხელს უწყობენ საჭმლის მონელებასა და აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
კორალ-მაინი
Coral-Mine - ეს არის მინერალური კომპოზიცია, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი მარჯნებისგან, რომელიც აუმჯობესებს სასმელი წყლის ხარისხსა და ორგანოლეპტიკურ თვისებებს.
ის ამდიდრებს წყალს სასარგებლო მინერალებით და ზრდის მის ფიზიოლოგიურ ღირებულებას.
Coral-Mine დამზადებულია ნამარხი სკლერაქტინული მარჯნებისგან, რომლებიც შეგროვდა იაპონიის ზღვის ღრმა წყლებში ოკინავასა და ტოკუნოშიმას კუნძულებთან ახლოს.
რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს საკმარისი რაოდენობის წყლის დალევის ჩვევის ჩამოყალიბებას სათანადო ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად.