გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა და მსუბუქი, Coral Club-ის ბოთლი იდეალურია მოგზაურობისთვის, ლაშქრობისთვის ან სპორტისთვის.
Coral Club-ის ბოთლები როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის - ძალიან პოპულარულია. ისინი მსუბუქი და ამავდროულად გამძლეა. მათი გამოყენება მოსახერხებელია სახლში, სამსახურში ან გზაში. ისინი ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენენ.
გარანტიას გაძლევთ, რომ თავსახური არ ჟონავს და გთავაზობთ გახსნის მრავალფეროვან ვარიანტს. შეგიძლიათ აირჩიოთ ვიწრო ან ფართო ღიობი. ფართო ღიობი იდეალურია ფიტნეს კოქტეილების დასამზადებლად, რადგან შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ინგრედიენტი, როგორიცაა ხილი, მწვანილი და ყინულის კუბიკები. ეს ფართო ღიობი იდეალურია როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, ხოლო სატარებელი თასმა საშუალებას გაძლევთ, ბოთლი მუდამ ხელთ გქონდეთ.
ბოთლი დამზადებულია მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასისგან - Tritan. მასალა გამძლეა, სუნისადმი მდგრადი და არატოქსიკური, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სითხის გემო და ხარისხი უცვლელი დარჩება.
ბოთლი არ შეიცავს მავნე ბისფენოლ A-ს (BPA), რომელიც იწვევს მრავალ დაავადებასა და სიმსუქნესნ და გვხვდება პლასტმასის შეფუთვასა და ბოთლებში. Tritan პლასტმასი ეკოლოგიურად სუფთაა, სრულად გადამუშავებადია და არ აბინძურებს გარემოს.