ბუნებრივი კალციუმისა და სინერგიული ვიტამინებისა და მინერალების წყარო.
კალციუმი Aquamin-დან
კალციუმი - არის ძვლებისა და კბილების ძირითადი სტრუქტურული კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს მათ სიმტკიცესა და მდგრადობას. გარდა ამისა, კალციუმი აუცილებელია კუნთებისთვის, მათ შორის გულის კუნთისთვის - მიოკარდიუმის, ნორმალური შეკუმშვისთვის, ჩართულია სისხლის შედედებისა და ენერგიის გამომუშავების პროცესებში.
Aquamin - არის ბუნებრივი კალციუმის წყარო ზღვის წყალმცენარეებიდან (Lithothamnion sp.) ჩრდილო ატლანტიკური ოკეანის ფსკერიდან. ამ წყალმცენარეებს შეუძლიათ ზღვის წყლიდან მინერალების დაგროვება (ძირითადად კალციუმი და მაგნიუმი და მცირე რაოდენობით სხვა ზღვის მინერალები) და მათი ჩართვა თალუსის უჯრედებში, რათა მათ შეიძინონ ქვის სიმტკიცე.
ვიტამინი D3
აუმჯობესებს საკვებიდან კალციუმის შეწოვას და ხელს უწყობს სისხლში მისი ნორმალური დონის შენარჩუნებას. ვიტამინი D3 აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და კბილებისთვის, ასევე იმუნური სისტემისა და კუნთების ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინი K2 (მენაქინონი)
K ვიტამინის აქტიური ფორმა, რომელიც მონაწილეობს ახალი ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში და მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძვლებისა და კბილებისთვის. შედის - K2 ვიტამინის კლინიკურად გამოცდილი და დაპატენტებული ფორმის - MenaQ7-ის შემადგენლობაში.
მაგნიუმი
მონაწილეობს კალციუმის ათვისებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის. მონაწილეობს კოლაგენის ცილის სინთეზში, რომელიც შეადგენს ძვლის ორგანული ნივთიერებების მნიშვნელოვან ნაწილს და განსაზღვრავს მის მოქნილობას. კალციუმთან ერთად არეგულირებს კუნთების (მათ შორის გულის) „შეკუმშვა-დამშვიდების“ პროცესს. მონაწილეობს უჯრედების მიერ ენერგიის გამომუშავებაში, ხელს უწყობს დაღლილობისა და გადაღლის შემცირებას. უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასა და ემოციურ წონასწორობას. პროდუქტში მაგნიუმი წარმოდგენილია ორგანული ნაერთით - მაგნიუმის ციტრატით და ბუნებრივი არაორგანული ნაერთით Aquamin კომპლექსიდან.
თუთია
მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში და მხარს უჭერს ძვლების ჯანმრთელობას. გარდა ამისა, თუთია მონაწილეობს ახალი უჯრედების წარმოქმნაში, იმუნიტეტის ფორმირებაში, ხელს უწყობს A ვიტამინის შეწოვას და, შესაბამისად, ასრულებს მნიშვნელოვან როლს კანის განახლებაში. პროდუქტი წარმოდგენილია ორგანული ნაერთით - თუთიის ციტრატით.
მანგანუმი
მანგანუმს შეაქვს წვლილი სახსრების, ძვლებისა და კანის ჯანმრთელობაში, რადგან ის მონაწილეობს ყველა სახის შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებაში.
კაჟი
კაჟი (სილიციუმი) ძირითადად გვხვდება შემაერთებელ ქსოვილში: სისხლძარღვების კედლებში, შემაერთებლებში, ძვლებსა და კანში. პროდუქტი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის კაჟს (მინდვრის შვიტასგან).
ბორი
მიკროელემენტი, რომლის ძირითადი რაოდენობა კონცენტრირებულია ჩონჩხსა და კბილებში.
|
აქტიური ინგრედიენტები
|
4 კაფსულის შემადგენლობა: | %დღ* |
| ლითოტამნიის წითელი წყალმცენარეების ფხვნილი (Lithothamnion sp.) Aquamin TG, რომელიც შეიცავს | ||
|
- კალციუმს
|
550 მგ | 69% |
|
- მაგნიუმს
|
40,32 მგ | 11% |
|
მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი)
|
119,68 მგ | 32% |
| შვიტას (Equisetum arvense) ფოთლის ექსტრაქტი, შეიცავს | ||
|
- სილიციუმს
|
8,0 მგ | - |
|
ვიტამინი K2 (MenaQ7 (მენაქინონი-7))
|
75,0 მკგ | 100% |
|
თუთია (თუთიის ციტრატი)
|
5,36 მგ | 53,6% |
|
მანგანუმი (მანგანუმის გლუკონატი)
|
1,0 მგ | 50% |
|
ბორი (ნატრიუმის ბორატი)
|
0,8 მგ | - |
|
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
|
5,0 მკგ | 100% |
| დამხმარე კომპონენტები: კაფსულა (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა), შესქელების საწინააღმდეგო აგენტები: სტეარინის მჟავას მაგნიუმის მარილი, ტრიკალციუმის ფოსფატი, მაგნიუმის კარბონატი. | ||
| *%დღ - გამოყენების რეკომენდებული ნორმებია. | ||
| წონა ნეტო: 104,26 გ | ||