სტატიის შინაარსი:
მრავალი კარდიოლოგიური პრობლემის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი სწორად რომ ვარჩევდეთ და უარს ვამბობდეთ გულისთვის მავნე პროდუქტებზე. რომელი პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ კვებითი რაციონიდან ? რომელი პროდუქტებისთვის დაგვრჩება გული მადლიერი? გვესაუბრება რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, Coral Club-ის ჯანმრთელობის ექსპერტი ვლადიმირ პოდხომუტნიკოვი.
მაინც რა არის მავნებელი გულისთვის?
პირველი, რაც უნდა გამოვრიცხოთ, ეს არის ნაყროვანება. ვეცადოთ სუფრიდან ნაწილობრივ მშივრები ავდგეთ. რეგულარულ სიმაძღრეს პირდაპირ მივყავართ სიმსუქნისკენ. ზედმეტი წონა კი თავის მხრივ არღვევს გულის მუშაობას და იწვევს სისხლძარღვების ბლოკირებას.
მეორე მნიშვნელოვანი შეზღუდვა - მავნე ნახშირწყლები: თეთრი ფქვილის ნაწარმი, თეთრი პური, ცომეული, ტორტები, ნამცხვრები, პეჩენიები და ვაფლები. თუკი თქვენს კვებაში სწრაფი ნახშირწყლები ჭარბობს, ჩათვალეთ, რომ გულის სისხლძარღვები ათეროსკლეროზისკენ მიგყავთ. ასევე ამ დროს ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება ქოლესტერინი. როდესაც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს ვიღებთ და ისინი ენერგიის წყაროდ არ იხარჯებიან , ორგანიზმი იწყებს მათ შენახვას არა მხოლოდ როგორც გლიკოგენის , არამედ ქოლესტერინის სახით. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებული არ არის დღიური რაციონის 20 %-ზე მეტი ნახშირწყლებით დატვირთვა. უმჯობესია გამოვიყენოთ ბოჭკოთი მდიდარი მარცვლეულის პური, წიწიბურა, ფეტვი, ქერი.
პოპულარული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქოლესტერინის წარმოქმნის მთავარი წყარო ცხიმებია, სრულ სიმართლეს არ წარმოადგენს. გაჯერებული და ტრანსცხიმები მართლაც მავნეა ორგანიზმისთვის. თუმცა უჯერი ცხიმები მცენარეული ცხიმის სახით, თევზის ქონი, პირიქით, სასარგებლოა. ისინი არიან ზღვის თევზის , თხილეულის, ავოკადოს, ზეითუნის ხილის, სხვადასხვა არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებში. ასეთი ცხმები მონაწილეობას იღებენ ჰორმონების სინთეზში, უჯრედული მემბრანის წარმოქმნაში, ამიტომაც მათი მკაცრად შეზღუდვა და ამოღება რაციონიდან არ შეიძლება. ეს მიგვიყვანს იმუნიტეტის დაქვეითებამდე და უჯრედების განახლების პროცესის დარღვევამდე. მნიშვნელოვანია ცხიმების შეზღუდული რაოდენობით გამოყენება, მაგრამ არა მათი რაციონიდან სრულად ამოღება.
ჩვენი კვების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ცილები. ის არის საშენი მასალა ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის. ის წარმოადგენს ფერმენტებს, ჰორმონებს, მოკლედ რომ ითქვას- სიცოცხლეს. როგორც ფრიდრიხ ენგელსმა თქვა: ,, სიცოცხლე არის ცილოვანი სხეულის არსებობის საშუალება.“
ცილები შეგვიძლია მივიღოთ კვერცხის, ფრინველისა და საქონლის ხორცის,თევზის, სოიოს და რძის პროდუქტების რაციონში გამოყენებით.
რა არის მნიშვნელოვანი და საჭირო გულისათვის?
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროა ნატრიუმის დონის შემცირება ორგანიზმში, ანუ საჭმელი მარილის შეზღუდვა. დღეღამეში ნატრიუმის მიღების რეკომენდირებული დოზა არის 15 მგ.ის დიდი რაოდენობითაა საკვებში, ამიტომაც დამატებით მის მიღებას შეუძლია გამოიწვიოს სითხის შეკავება , სისხლში არტერიული წნევის მომატება და გულის დატვირთვა.
გულის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიკროელემენტები, განსაკუთრებით კალიუმი, მაგნიუმი,და კალციუმი.
მაგნიუმი და კალიუმი - ეს ის მიკროელემენტებია, რომლებიც დანარჩენ არაორგანულ ქიმიურ ელემენტებთან ერთად -კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, ფტორი, გოგირდი, ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი, აზოტი განსაზღვრავენ ადამიანის ორგანიზმის იონურ შემადგენლობას, რომლის გარეშეც ორგანიზმში ვერცერთი ქიმიური პროცესი ვერ წარმოიქმნება.
მაგნიუმი და კალიუმი აკონტროლებს ნერვული ქსოვილებისა და გულის გამტარობის სისტემის ელექტრულ აქტივობას, რითაც უზრუნველყოფენ ყველა უჯრედის და განსაკუთრებით გულის კუნთის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, სწორედ ეს წარმოადგენს ორგანიზმში მათ უნივერსალურობას.
კალიუმსა და მაგნიუმს შეიცავს სტაფილო, გოგრა, ჭარხალი, ოხრახუში , ნიგოზი, ლეღვი, გაგრგლის ჩირი, შავი ქლიავი.

კალციუმით მდიდარია რძე, ყველეული, ლობიო და პარკოსნები, თხილეული და ხილის ჩირი. დიდ ქალაქებში, ჩვეულებრივ მაღაზიებში შეუძლებელია ისეთი პროდუქტების შეძენა, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმს კალიუმის, მაგნიუმის და კალცის საკმარისი ნორმის მიღებას. ამიტომაც ექიმები გვირჩევენ ჩავრთოთ რაციონში ამ მიკროელემენტებით გაჯერებული საკვები დანამატები.
