სტატიის შინაარსი:
გავრცელებული აზრის თანახმად, სპირულინა წყალმცენარეს არ წარმოადგენს. ზოგადად, ის ციანობაქტერიაა, ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც დაგუბებული წყლის ზედაპირზე ბინადრობს. მას ბიო დანამატის სახით იყენებენ მთელ მსოფლიოში. მასში იმდენად ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომ დიეტოლოგები მას სუპერფუდად აღიარებენ.
სპირულინას დადებითი გავლენა ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მაკრო და მიკრო ელემენტების ორგანული ფორმით, რომელთა წყალობითაც ორგანიზმში სწრაფად ხდება მათი შეწოვა.
სპირულინას მთავარი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის არა მხოლოდ კურნავს ცალკეულ დაავადებებს , არამედ კომპლექსურად უდგება და აჯანმრთელებს ყველა ორგანოსა და ქსოვილს, მათში მიმდინარე პროცესებს.
ირინა მალცევა , ბიოლოგი და გენეტიკოსი, ფუნქციური მედიცინის სპეციალისტი (IFM, აშშ).
სპირულინა ხშირად მიიღება დიეტურ პროტოკოლებშიც, როგორც ცილის წყარო, რომელსაც მაღალი შეთვისების უნარი აქვს სხვა მცენარეული ცილისგან განსხვავებით.არსებობს რიგი გამოკვლევებისა, რომლებიც ვიჩვენებს, რომ სპირულინა ააქტიურებს თანდაყოლილ იმუნიტეტს და სტიმულირებას უწევს TH 1 უჯრედებს, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. „უჯრდებს შორის „ იმუნიტეტის გაძლიერებაში. სხვა კვლევები გვიჩვენებს ,რომ ის თრგუნავს Th 2უჯრედებს, რომლებიც უკავშირდებიან ბაქტერიებს, ტოქსინებსა და ალერგენებს.
სპირულინას ტოპ 10 თვისება
- ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ფიკოციანიდის წყალობით- ცისფერი პიგმენტით, რომელმაც ბოლო კვლევების საფუძველზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა ცხოველებში სიმსივნური წარმონაქმნებზე მკურნალობისას. ცნობისათვის, ფიკოციანიდი მხოლოდ სპირულინას შემადგენლობაშია!
- დაბლა სწევს არტერიულ წნევას, გვარიდებს ანთებითი პროცესების წარმოქმნას- ასევე ფიკოციანიდის წყალობით;
- ფოლიუმის მჟავის წყალობით ოპტიმიზირებას უწევს სისხლის მიმოქცევის სისტემას.
- ასტიმულირებს გონებრივ მუშაობას GLA-ს წყალობით (გამა-ლინოლენის მჟავა, რომელიც მხოლოდ სპირულინასა და დედის რძეშია) ;
- თიროზინის წყალობით ანელებს გაჭაღარავების პროცესს;
- არგინინის შემადგენობით ამაღლებს სექსუალურ აქტიურობას;
- ცისტინის დახმარებით ინარჩუნებს კუჭქვეშა ჯირკვლის ჯანმრთელობას , ხოლო ინოზიტოლი გვინარჩუნებს ჯანსაღ ღვიძლს.
- გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს.
- ამაღლებს გამძლეობას ცუდი ეკოლოგიის გავლენის მიმართ.
- პროვოცირებას უწევს ნაწლავში ჯანსაღი ბაქტერიული ფლორის წარმოქმნას.
ასევე ეს სუპერკვება მდიდარია ესენციური ამინომჟავებით, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით, ფერმენტებით აჩქარებს მეტაბოლიზმს. სპირულინა სულ 2000 მდე სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს! ცილის მაღალი შემცველობის წყალობით ის ხშირად გამოიყენება , როგორც ხორცის ალტერნატივა. ამასთანავე სპირულინას შემადგენლობაში შემავალი შეუცვლელი ამინომჟავები შეითვისება ხორცზე ბევრად უკეთესად.
საინტერესო ფაქტები
- დილით სპირულინას ულუფა ჭიქა ყავაზე უკეთ გაგამხნევებთ, ამასთანავე ის არ ვნებს ორგანიზმს და მოქმედებს უფრო დიდხანს-8 საათამდე. ყველაზე ხშირად ფხვნილს ხსნიან თბილ წყალში და სვამენ პატარა ყლუპებით;
- სპირულინას სალათში ან სმუზიში დამატებით თითქმის 2-ჯერ კლებულობს მისი სამკურნალო ეფექტი;
- მწვანე ფხვნილი შეგიძლიათ შეურიოთ იოგურტში, თაფლში ან კვერცხში და გამოიყენოთ როგორც სახისა და ტანის ნიღაბი . ასეთ ნიღაბს ექნება ლიფტინგ ეფექტი , დაგირბილებთ კანს და აალაგებს ანთებით პროცესებს.
- სპირულინას ფხვნილი , შერეული თაფლთან გამოიყენება, როგორც ანტიცელულიტური სკრაბი და საფენები, რომელსაც ლიმფოდრენაჟული და გადამჭიმავი ეფექტი აქვს.

